Skip to main content

Status: Closed — this petition is no longer accepting signatures.

მოვითხოვთ გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის რეაბილიტაციის ახალი პროექტის წარმოდგენას

მოვითხოვთ გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის რეაბილიტაციის ახალი პროექტის წარმოდგენას

Closed — 22 supporters Verified

Final supporters

K
Keti G.
N
natia m.
I
Irakli K.
G
Giorgi B.
X
xatuna
ჯამბულ ჯ.
N
Natia z.
S
Someone
ირაკლი მ.
M
miranda
+12 more
MJ
Started by maia jaiani 11 years, 3 months ago

იმისათვის რომ არ განმეორდეს14 ივნისის ტრაგედია, საქართველოს მთავრობა ვალდებულია არა მხოლოდ სტიქიით გამოწვეული მაგისტრალის დაზიანებული უბნები შეაკეთოს, არამედ მოახდინოს მისი რეკონსტრუქცია უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. ამისათვის აუცილებელია შემუშავდეს ახალი პროექტი ყველა (შესაბამისი) დარგის გამოცდილ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. ცხადია, პროექტის შემუშავებას და მის შემდგომ განხორციელებას საკამო დრო დასჭირდება, რაც გარკვეულ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული მათთვის, ვინც ამ მაგისტრალით ყოველდღიურად ვსარგებლობდით. მაგრამ, ამ შემთხვევაში, სჯობს თავი შევიწუხოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სრულიად რეალური კატასტროფა მომავალში.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი რომ გააჩნია, ყველასთვის ცნობილია. იმედი მაქვს, მთავრობა მოახერხებს სახსრების მობილიზებას პროექტის გასახორციელებლად, რადგან ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ღირებულია, ვიდრე რომელიმე მაგისტრალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების უსაფრთხოება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლა არ იგეგმება.

და ბოლოს, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბუნების დაცვის საკითხებში. მასობრივი საპროტესტო აქციები მარტო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით არ უნდა იმართებოდეს. თუ საჭირო გახდება, ყოველი ხის მოჭრის წინააღმდეგ უნდა გამოვთქვათ თამამი პროტესტი. ბუნება შეცდომებს არ გვპატიობს!

3 Comments

გიორგი Bello
11 years ago Featured

14 ივნისი არასდროს არ უნდა განმეორდეს. ქალაქმა უნდა იფიქროს უსაფრთხოებაზე და არა მხოლოდ პლასტმასის მილებზე.

ნინო Ingram
11 years ago Featured

საშინელი საყურებელი იყო ის დღე. გთხოვთ ნუ დაელოდებით შემდეგ კატასტროფას და ხარისხიანად გააკეთეთ ყველაფერი!

ჯამბულ ჯაიანი
11 years ago

სრულიად ვეთანხმები

Petitions like this

Other petitions you might want to support