Skip to main content

მიეცით წამალი ბავშვებს!

14 signatures 36 to reach 50
M
Mary J. signed
მარიამ ბ. signed
T
Tatia signed
I
iko signed
ნინო გ. signed
ელენე ბ. signed
T
Teona p. signed
M
Mariam signed
ნინო ბ. signed
მაია მ. signed
MT
Started by Mariam Tsertsvadze 2 months, 1 week ago

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართვის მნიშვნელობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც ბავშვებს და მოზარდებს ყოველ დღეს ართმევს ჯანმრთელობას და ამოკლებს მათ სიცოცხლეს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 - მდე პაციენტია.

თანამედროვე მედიკამენტები მათთვის არ წარმოადგენს ფუფუნებას — ეს არის შანსი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მოძრაობის უნარის შენარჩუნებისთვის, ტკივილის შემცირებისთვის და ოჯახებისთვის იმედის მისაცემად.

ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ჩვენი გადასახადებით მობილიზებული რესურსი მოხმარდეს სწორედ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს დიუშენის დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დროული დაფინანსება და ხელმისაწვდომობა;
  • შექმნას იშვიათი დაავადებების ეროვნული მხარდაჭერის მდგრადი პროგრამა;
  • გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობა და პრიორიტეტად განსაზღვროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა;

ჩვენ გვჯერა, რომ ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა სწორედ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს ანიჭებს უმაღლეს ღირებულებას.

სიცოცხლე არ არის ზედმეტი ხარჯი. სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობაა.

6 Comments

გიორგი Morrison
1 month ago Featured

სირცხვილია უბრალოდ, როგორ შეიძლება ამაზე ფიქრიც კი ღირდეს დრო. დააფინანსეთ სასწრაფოდ!!!

ნინო Becker
1 month ago Featured

გული მტკივა ამდენ უსამართლობაზე, ბავშვები მაინც დაინდეთ რა

მარიამ ბანძავა
2 months ago

წამალი ბავშვებს!

S
Saba Margiani
2 months ago

წამალი ბავშვებს!

ნინო გოგინაშვილი
2 months ago

მიეცით ბავშვებს სიცოცხლის შესაძლებლობა!

მაია მუშკუდიანი
2 months ago

ჩემი უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ♥️

Help this petition grow

Share it with friends to help reach 50 signatures.

Sign Petition

We never post to your account. Social sign-in is used only to verify your signature.

or sign with Email

Add a comment?

Your signature will be added via . Tell others why you're signing — it's optional.

By signing, you accept iPetitions Terms of Service and Privacy Policy.

Share Petition

Don't stop at signing, share the petition link with friends to multiply our impact

Copy link or share directly

Instagram
QR Code

Petitions like this

Other petitions you might want to support