Skip to main content
შეამცირეთ ტანჯვა - აამაღლეთ ქვეყნის იმიჯი!

შეამცირეთ ტანჯვა - აამაღლეთ ქვეყნის იმიჯი!

1,017 signatures 483 to reach 1,500
ხათუნა გ. signed
A
Alex signed
K
Katie M. signed
ირინა მ. signed
მზია ყ. signed
S
Sandro p. signed
ნინო ბ. signed
S
Someone signed
ნანა გ. signed
S
Someone signed
ᲗᲛ
Started by თამარ მამულაშვილი 1 year, 11 months ago

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრო,

მოგმართავთ თემაზე, რომელიც, გვჯერა, ისევე მწვავე და მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, როგორც ჩვენთვის, ამ პეტიციაზე ხელმომწერთათვის და ნებისმიერი ჰუმანური ადამიანისთვის, რომელთაც ხელმოწერა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მოახერხეს: თემა ეხება მიუსაფარი ცხოველების ჯერაც მოუგვარებლად დარჩენილ საკითხს, მიუხედავად ახლად მიღებული კანონპროექტისა, რომელიც მრავლისმომცველია და პრობლემის ბევრ ასპექტს ითვალისწინებს, თუმცა მისი ძალაში შესვლა და შემდგომ აღსრულება დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და რეალურ შედეგზე გასვლას ბევრი წელი დასჭირდება, მაშინ როცა პრობლემა მწვავეა და გადადებას აღარ ითმენს, განსაკუთრებით კი - საქართველოს რეგიონებში. ჩვენ გვინდა პრობლემის სწრაფი მოგვარება, რისთვისაც ვითხოვთ ყველა რეგიონულ ცენტრში სასტერილიზაციო პუნქტების გახსნას!

ყველას გვიწევს საქარველოს რეგიონებში მოგზაურობისას გზის პირას მიტოვებული მშიერი, ჩონჩხადქცეული, ტანჯული ცხოველებისთვის თვალის არიდება, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი ერთჯერადი კვება და დამძიმებული გულით გზის გაგრძელება. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ეს პრობლემა მწვავე და მტკივნეულია საქართველოში მოგზაური ტურისტებისთვისაც, რომლებიც ტკივილნარევი გაოცებით ადევნებენ თვალს ამ რეალობას, ბევრი მათგანი ცდილობს, ერთი ან ორი ტანჯული სიცოცხლე მაინც იხსნას, თან წაიყვანოს, ან კერძო თავშესაფარს სთხოვოს მიბარება. მოგეხსენებათ, ტურისტისთვის ქვეყნის იმიჯი მხოლოდ დაგებული გზით, გამართული ინფრასტრუქტურითა და კულინარიული ტრადიციებით არ იქმნება. მრავალი მათგანი უსიამოვნოდ გაკვირვებული რჩება ამ მტანჯველი რეალობით და გასაკვირი არ იქნება, თუ მათ თვალში ქვეყნის შესახებ წარმოდგენა საგრძნობლად ზიანდება და ნაკლებად მოუნდებათ აქ კვლავაც დაბრუნება, ან ვინმესთვის რჩევა.

ვფიქრობთ, ამ მნიშვნელოვანი პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება ყველა ჩვენგანის და ქვეყნის ინტერესებშია და ეფექტურად შესაძლებელიცაა ყველა რეგიონულ ცენტრში თითო (მაინც) სასტერილიზაციო პუნქტის გახსნით. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ეფექტური და ჰუმანური საშუალება პოპულაციების ეფექტური მართვისთვის, რაც ჩვენთან, სამწუხაროდ, მხოლოდ ძირითად ქალაქებში ხდება და შესაბამისად, არასაკმარისი ტემპით მიმდინარეობს - ეს ქალაქები კვლავაც მეყსეულად ივსება იმ რეგიონებიდან შემოსული ცხოველებით, სადაც სტერილიზაცია ჯერაც არ ხდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ყურადღებით მოეკიდებით ჩვენი, ცხოველებისადმი ტოლერანტული ადამიანების ამ სერიოზულ სატკივარს, ისევე როგორც იმ ადამიანებისას, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში უკონტროლოდ მომრავლებული ცხოველების და არ დაიშურებთ ენერგიას და მცდელობას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად: უბრალოდ გახსენით სასტერილიზაციო პუნქტები ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მინიმუმ ყველა რეგიონულ ცენტრში და ნახავთ, როგორ სწრაფად და სასიკეთოდ შეიცვლება ეს რეალობა!

გმადლობთ წინასწარ, ჩვენი, ხელმომწერთა სახელით და ყველა იმ ცხოველის სახელითაც, რომელიც თქვენი მცდელობის შედეგად ტანჯვას აერიდება! დაგიფასებთ კაციც და ღმერთიც!

Updates

Reached 500 supporters

September 12, 2024

Reached 100 supporters

September 1, 2024

213 Comments

მზია ყულოშვილი
1 year ago Featured

გთხოვთ დროული რეაგირება მოახდინოთ.კიდევ ორი ლეკვი მომისვედ.ვერსად ვერ გავაგდებ და ვერ ვიყვან.დამთავრდეს გამრავლება სოფლებს და კერძო სახლების ცხოველების, და ამოქმედდეს ჰუმანური მექანიზმი

T
Tina Kandiashvili
1 year ago Featured

It is crucial that sterilization points be established across all regional centers in Georgia. This is the most effective way to begin addressing the issue of stray animals in the country.

S
Sofia Eliashvili
1 year ago Featured

სტერილიზაცია პროტოკოლის დაცვით ცხოველთა პატრონების განათლებასთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ქმედითი ღონისძიებაა უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად

ნათია ხაბაზი
1 year ago Featured

პრობლემა უამრავი მიუსაფარი,გაუსაძლის პირობებში და მუდმივ საფრთხეში მყოფი ცხოველებია.მასიური სტერილიზაცია შეამცირებს,მათ გამრავლებას.

შორენა ქარენაშვილი
1 year ago Featured

უბრალოდ გახსენით სასტერილიზაციო პუნქტები ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მინიმუმ ყველა რეგიონულ ცენტრში და ნახავთ, როგორ სწრაფად და სასიკეთოდ შეიცვლება ეს რეალობა

B
Bela
1 year ago Featured

გახდეს სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაცია რეგიონებში. დაწესდეს ადექვატური წლიური გადასახადი მათთვის ვინც უარს იტყვის საკუთარი ცხოველის სტერილიზაციაზე.

K
Katie Metonidze
1 year ago

მადლობა!!!!! გვეღირსება ცივილიზაცია იმედია!!!!

მაია გოგუაძე
1 year ago

ქუჩაში გასვლა შეუძლებელია.რა გახდა თავშესაფრის გახსნა..ოზურგეთი ძაღლების ქალაქი გახდა

Help this petition grow

Share it with friends to help reach 1,500 signatures.

Sign Petition

We never post to your account. Social sign-in is used only to verify your signature.

or sign with Email

Add a comment?

Your signature will be added via . Tell others why you're signing — it's optional.

By signing, you accept iPetitions Terms of Service and Privacy Policy.

Share Petition

Don't stop at signing, share the petition link with friends to multiply our impact

Copy link or share directly

Instagram
QR Code

Petitions like this

Other petitions you might want to support