Skip to main content
მიმართვა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით

მიმართვა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით

116 signatures 134 to reach 250
L
Levan T. signed
E
ekaterine signed
R
Ramazi C. signed
T
Teimuraz T. signed
T
Temo K. signed
D
Dimitri signed
N
nia signed
G
Giorgi G. signed
Z
Zuka C. signed
S
Someone signed
Started by Anonymous 13 years ago

მიმართვა


საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს,


მოგმართავთ ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე და უფლებათადამცველი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, დარგის ექსპრეტები და საქართველოს მოქალაქეები.


ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ქვეყანა საგანგაშო ვითარებამდე მიიყვანა. კერძოდ, მოხდა საპატიმროების გადავსება ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავდებული პირებით, მოიმატა პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა და კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების (ე.წ ნიანგი, ვინტი), მათ შორის ე.წ სპაისების/ბიოს მოხმარებამ ახალგაზრდებში, რაც გაცილებით საზიანოა ვიდრე ტრადიციულად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები როგორც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.


მიმდინარე წელს განახლდა აქტიური მუშაობა ამ სფეროში რეფორმის გატარების მიზნით, რომლის ინიციატორი გახლდათ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ევროპული პრიორიტეტების გაზიარებას, ასევე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და რაც მთავარია დაფუძნებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზრუნვაზე (აღნიშნული პაკეტის მოკლე მიმოხილვა). მისასალმებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების წევრები და დარგის ექსპერტები.


იუსტიციის მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური ნების არსებობას, საქართველოში მოხდეს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხდება პროცესის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეფერხება.


ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის წევრებს უახლოეს მომავალში განიხილონ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მოხდეს მისი მიღება ყოველგვარი ხელოვნური გაჭიანურების გარეშე.


აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ათი ათასობით ადამიანისა და მათი ოჯახებისათვის, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდნენ ან/და იხდიან სასჯელს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად გადახდილი მაღალი ჯარიმების, უმუშევრობის, შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არარსებობისა და საზოგადოებიდან გარიყვის შედეგად.

Updates

July 10, 2013

This wave of support proves that the demand for humane drug policy is reaching every corner of the country. Copy the link to this petition and post it on your Facebook wall right now. Send an email to your local representative to demand they back these legislative changes.

Reached 100 supporters

July 10, 2013

6 Comments

ნინო Sloan
12 years ago Featured

ძალიან სწორია. ბიჭებს ნუ ანადგურებთ ამდენი წლით ციხეში.

ლევანი Russell
12 years ago Featured

სპაისები და კუსტარული ნაგავია მთავარი პრობლემა და არა მომხმარებლის დევნა. რეფორმა აუცილებელია!!!

სანდრო Cunningham
13 years ago Featured

ციხე არ არის გამოსავალი არავისთვის. დროა ევროპული გზით წავიდეთ.

გიორგი Novak
13 years ago Featured

დროა ნორმალური კანონები მივიღოთ და ციხეები ადამიანებით აღარ გავავსოთ. რეპრესიები არაფერს შველის პირიქით უფრო ცუდად არის საქმე.

დავითი Pearce
13 years ago Featured

ამდენი წელი გავიდა და ისევ იგივე სიტუაციაა. შეცვალეთ კანონები ხალხს ნუ უსპობთ მომავალს.

თამარი Cox
13 years ago Featured

იმედია ხელისუფლება დაინახავს რეალურ სურათს და შეცვლის ამ მოძველებულ მიდგომას.

Help this petition grow

Share it with friends to help reach 250 signatures.

Sign Petition

We never post to your account. Social sign-in is used only to verify your signature.

or sign with Email

Add a comment?

Your signature will be added via . Tell others why you're signing — it's optional.

By signing, you accept iPetitions Terms of Service and Privacy Policy.

Share Petition

Don't stop at signing, share the petition link with friends to multiply our impact

Copy link or share directly

Instagram
QR Code