Zaza Asatiani 0

გათავისუფლდეს სულხან წულაძე ( SPLIYVI) პატიმრობიდან!

1785 people have signed this petition. Add your name now!
Zaza Asatiani 0 Comments
1785 people have signed. Add your voice!
60%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

2016 წლის 11 აპრილს სულხან წულაძემ , რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც იუზერი "სპლიყვი" თბილისის ფორუმზე (Forum.ge) გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხან წულაძე. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ( მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 აპრილს სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის თქმით არსებობს საფრთხე, რომ სულხან წულაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს, რაც თავის მხრივ თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას გულისხმობს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს.

Share for Success

Comment

1785

Signatures