Skip to main content

The Ministry confirmed that our core demands regarding residency tuition and compensation are now official policy. We have successfully secured the structural changes required for reform and will monitor the implementation phase to ensure full compliance with the new standards.

August 7, 2017

რეზიდენტურა ახალი სტანდარტებით!

რეზიდენტურა ახალი სტანდარტებით!

🏆 Won — 825 supporters Verified

Final supporters

V
VAXOJIQIDZEKK
Ო
ოთარი
T
Tamar k.
N
Nika
Ლ
ლიკა
K
Kordzadze L.
S
Salome
G
Gvantsa
M
Mariam g.
T
Tamta
+815 more
GM
Started by Giorgi Meskhia 9 years, 2 months ago

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს,

სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტების

პ ე ტ ი ც ი ა

მოგეხსენებათ რა არსებული სავალალო მდგომარეობა სარეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ აქტიურად ჩავერთოთ ამ პრობლემების გადასაჭრელად წამოწყებულ პროცესში.

ცხადია, ამჟამინდელი სარეზიდენტურო პროგრამა წარმოადგენს აბსოლუტურ კრახს და შეუძლებელია ვისაუბროთ სამედიცინო სფეროს ხელშეწყობაზე მსგავს პირობებში, ძირეული ცვლილებების გარეშე. მედ. პერსონალის მზადების სტრუქტურირებული და ადექვატური ცვლილება უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების ინიციატივა და ეფუძნებოდეს სწავლის ხარისხის, პირობებისა და შესაბამისად სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიზანმიმართულ საკითხებს.

ვინაიდან და რადგანაც ვერ ვხედავთ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვერანაირ ნაბიჯების არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვერთიანდებით საერთო მიზნის მისაღწევად და ვაყალიბებთ შემდეგ მოთხოვნებს:

1. გაუქმდეს რეზიდენტურაში სწავლის გადასახადი.
2. რეზიდენტს დაენიშნოს თუნდაც მინიმალური ანაზღაურება.
3. შეიქმნას დროში გაწერილი სარეზიდენტო სასწავლო გეგმა, რომელიც თანხვედრაში იქნება რეალურ მდგომარეობასთან და არ ექნება სიმბოლური დატვირთვა.
4. მოხდეს საკონონმდებლო დონეზე სამედიცინო განათლების დეფინიციის ცვლილება (6 წლიანი სამედიცინო განათლება უნდა ჩაითვალოს დასრულებულად რეზიდენტურის გარეშე.)
5.მოხდეს არაადექვატური საკვალიფიკაციო გამოცდის რემოდელირება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხის სიმწვავის, ობიექტური გარემოებებისა და აქტუალურობის გამო დააკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს.
ხუთპუნქტიანი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ყველა ზომას: ჩავშლით საკვალიფიკაციო გამოცდას, რეზიდენტები შევწყვეტთ სარეზიდენტო პროგრამებს, გამოვიწვევთ სამედიცინო სასწავლო პროცესის პარალიზებას, გავმართავთ მასობრივ აქციებსა და საჯარო გამოსვლებს.
პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

თითოეული ჩვენგანი პეტიციაზე ხელმოწერით ადასტურებს მზაობას გაიზიაროს პეტიციის შინაარსი.

Updates

Reached 500 supporters

July 9, 2017

Reached 100 supporters

July 8, 2017

July 7, 2017

We are approaching five hundred signatures which gives us the necessary leverage to request a formal meeting with the Ministry representatives. Please ensure your colleagues have registered their support before we finalize our submission package.

126 Comments

Მ
მაია ტარუღაშვილი
9 years ago Featured

გეთანხმებით ყველაფერში, გარდა მე-4 პუნქტისა. 6 წლიანი სამედიცინო განათლება ვერანაირად ვერ ჩაითვლება დასრულებულად. ვისურვებდი, რომ მე-11 მე-12 სემესტრი იყოს პრაქტიკული წელი წინასწარ გაწერილი სასწავლო პროგრამით. დამეთანხმებით, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და მით უფრო პრაქტიკული ცოდნა არ არის საკმარისი პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებისთვის.

N
Nina Gogokhia
9 years ago Featured

კოლეგებო - უდავოდ უსამართლობის პიკია რეზიდენტის ,,უფასო'' შრომა.! გთხოვთ, საინ - აუცილებელია სამედიცინო პროფესიული მზადების ფორმატის ადეკვატური რეფორმა .! #დროა შევქმნათ #ჩვენიმომავალი.! #vademecum #ძალაერთობაშია.!

Მ
მარიამ ლოლაშვილი
9 years ago Featured

ამ პეტიციას კიდევ ერთი პუნქტი უნდა დაემატოს, უმცროსი ექიმები, რომლებიც 4 და მეტი წელია ამ თანამდებობაზე მუშაობენ უფლება მიეცეთ ამ უაზრო საკვალიფიკაციო გამოცდის გარეშე ჩაირიცხონ სარეზიდენტო პროგრამაში ან პირდაპირ გავიდნენ სასერთიფიკაციო გამოცდაზე

M
Maka dvali
9 years ago Featured

დროა გამოვიდეთ ამ მარაზმიდან და ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში მედიცინის და ამ სფეროში განათლების მიღების დონის ამაღლებისთვის!!!

N
nodar sikharulidze
9 years ago Featured

ჩვენ მოვიგებთ ამ ურჩხულთან ბრძოლას. დროა რეზიდენტი აღარ იყოს ჩაგრულთა კლასის წარმომადგენელი... სირცხვილია, ყველა უბედურებასთან ერთად.

Მ
მირანდა
9 years ago Featured

სრულიად ვეთანხმები პეტიციას, რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში რეზიდენტურა ფასიანი არაა, პირიქით ანაზღაურებადიც კია

V
VAXOJIQIDZEKK
4 years ago

R

K
Kordzadze Lado
8 years ago

!

Petitions like this

Other petitions you might want to support