გამარჯვება ჩვენია რადგან უწყებებმა საბოლოოდ დაგმეს სიძულვილის ენის ტირაჟირება და მიიღეს ზომები უსაფრთხოების დასაცავად. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და მე დღემდე ვცდილობ გავაცნობიერო როგორ შევძელით ამ შედეგის მიღწევა. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა ამ რთულ გზაზე.
ამა წლის „ასავალ დასავალის“ 2-7 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა გლდანის მე-8 საპატიმროს თანამშრომლების სია მათი საცხოვრებელი ადგილის მითითებით და მოწოდებით - „ამოიცანით ჯალათები!“
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არსებულ სიტუაციაში მოსახლეობაში რევანშისტული განწყობების გაღვივების მცდელობას და ხელს უწყობს მოსახლეობაში ძალადობის წახალისებას, შესაბამისად, შეიცავს საფრთხეს აღნიშნული ადამიანების ოჯახებისათვის.
აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის დარღვევას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას.
ამ პუბლიკაციის გამო მოქალაქეების ჯგუფმა ამა წლის 3 ოქტომბერს „ასავალ-დასავალის“ რედაქციასთან სცადა საპროტესტო აქციის მოწყობა, რომლის მიზანიც იყო რედაქციისგან აღნიშნული ნომრის ტირაჟის ამოღება გაყიდვიდან. აქციის მონაწილეებს რედაქციასთან დახვდნენ მობილიზებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და მათი ლიდერი სასულიერო პირები, რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის ესკალაციას და ხელი შეუშალეს აქციის მონაწილეების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით დაირღვა გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც არის დემოკრატიის უმთავრესი პირობა.
გთხოვთ აღნიშნულ ფაქტზე მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება, მოუწოდოთ პოლიტიკურ სუბიექტებს დაგმონ სიძულვილის ტირაჟირება მედია საშუალებებში, რათა პოლიტიკურმა პროცესმა მიიღოს ცივილიზებული ფორმა და უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოთ გლდანის 8-ე საპყრობილის თანამშრომლების და მათი ოჯახების უსაფრთხოება.
I am truly stunned that over one hundred people have joined this cause. This is entirely due to your willingness to speak up against this injustice.
Reached 1,000 supporters
October 4, 2012
Reached 100 supporters
October 3, 2012
6 Comments
Ნ
ნინო Haddad
13 years ago
Featured
საშინელებაა ოჯახების მისამართების გამოქვეყნება. ეს ხალხი რას ერჩის სხვებს, წარმოუდგენელია უბრალოდ.
Გ
გიორგი Greer
13 years ago
Featured
ეს არის პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ. სად მივდივართ ამდენი სიძულვილის ტირაჟირებით?
Ლ
ლევანი Murphy
13 years ago
Featured
მედიამ უნდა იცოდეს საზღვარი. ასავალ-დასავალი მუდმივად ასე იქცევა, დროა ვინმემ გააჩეროს ეს სიბინძურე!!
Ე
ეკა Wright
13 years ago
Featured
საოცარია რომ ასეთ რამეს ბეჭდავენ. სად არის პასუხისმგებლობა???
Თ
თამარი Mathis
13 years ago
Featured
სირცხვილია უბრალოდ, ხალხის დაშინება და დევნა უნდა დასრულდეს. კანონი ყველასთვის კანონია
Ბ
ბექა Novak
13 years ago
Featured
სრულად ვიზიარებ, ძალადობისკენ მოწოდებები უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მეტი ცივილიზებულობა გვჭირდება.
Share this petition
Share this petition to help it reach more people.
Your share link
Couldn't copy automatically. Long-press to copy:
Share directly