Skip to main content

The city officialy cancelled the road construction and committed to restoring the 9 April park. This is a massive win for everyone who spoke up to protect our public space. Post this result on your Facebook page and keep an eye on the site to ensure the restoration work actually …

September 21, 2016

პეტიცია 9 აპრილის პარკის გადასარჩენად

პეტიცია 9 აპრილის პარკის გადასარჩენად

🏆 Won — 180 supporters Verified

Final supporters

A
Anzor k.
T
Teimuraz K.
I
imedo m.
L
lile l.
L
Larisa G.
L
Lali C.
T
Tsisana K.
M
Maia
A
avtandil d.
M
Misha A.
+170 more
GM
Started by Grigol Makharadze 10 years, 1 month ago

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს,

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

მოგმართავთ 9 აპრილის ბაღში მიმდინარე საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ საჯარო განხილვის გარეშე ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის ტერიტორიის ხარჯზე საავტომობილო გზის მშენებლობის მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გაუმართლებელია. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, ისეთი საჯარო სივრცეები, როგორიც არის პარკები, სკვერები, გამწვანებული ტერიტორიები და სხვა არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. გზები, ქუჩები და ტროტუარები სწორედ მათთან მისასვლელად გვჭირდება, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და, მათ შორის, ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებების გაცვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. ამგვარად საჯარო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების აუცილებელი პირობაა. თუ არ გვექნება მოედნები, პარკები და სკვერები, არც ქუჩები და გზები დაგვჭირდება. საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და საცობებისგან გათავისუფლება არ არის იმდენად ღირებული საზოგადოებრივი სიკეთე, რომლისთვისაც პარკების და სარეკრეაციო ტერიტორიების შემცირება და განადგურება ღირს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ მერის ან თუნდაც საკრებულოს მიერ საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1. შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება და აღდგეს 9 აპრილის პარკი პირვანდელი სახით;

2. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს გეგმა და განახორციელოს 9 აპრილის პარკის რეაბილიტაცია.

3. მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაში.

Updates

August 10, 2016

მერიისგან ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი, მაგრამ დუმილი მხოლოდ ამყარებს ჩვენს პოზიციას. დაურეკეთ ადგილობრივ საკრებულოს წევრებს და ჰკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს პარკის განადგურება საჯარო განხილვის გარეშე.

August 10, 2016

We hit a real turning point today and the pressure on the mayor is building. Post our link on Facebook right now and email your local representative to demand they stop the construction in our park.

Reached 100 supporters

August 10, 2016

23 Comments

I
Inga Tsiklauri
10 years ago Featured

შეწყდეს მოქალაქეების იგნორირება და პარკებზე ძალადობა! მუნიციპალიტეტის მოვალეობა- ხალხის სამსახურში ყოფნა და არა საკუთარი კომპორტის მოწყობა ყველაფრის ხარჯზე!

G
Gela Kvashilava
10 years ago Featured

პარკი უნდა გაფართოვდეს, და არა პირიქით! პატარა გეზის პარკის შენარჩუნებას მთელი სტამბული ითხოვდა. ქალაქი ადამიანებს და არა მანქანებს!

M
Mariam
10 years ago Featured

შეწყდეს ხეების და პარკების ჭრა-განადგურება. ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება სკვერები, პარკები, რეკრეაციულ ზონები. ინფრასტრუქტურა არ უნდა ეწყობოდეს მანქანებისათვის, არამედ ფეხითმოსიარული ადამიანებისათვის.

N
nona
10 years ago Featured

parakis ganadgurebis garda sxva yvelaferi wesrigshia?! naxevrad dagebuli gzebi jorjiashvilis quchaze dzveli saavadmyofos mimdebare teritoriaze.titqos am gzis iqet xalxi ar cxovrobs. an ubralod tqven ar tvlit mat adamianebad. sircxvilia, dacinvaa !!!!

I
Irakli Glonti
10 years ago Featured

ვუერთდები პეტიციას, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ტრადიციულად მოკლებულია სიღრმისეულ ანალიზს და როგორც რიგითი ოზურგეთელი პროტსეტს ვაცხადებ ამ უგუნური ერთპიროვნული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ !!! მეტი პატივისცემა და სიყვარული სჭირდება ჩვენს მხარეს, ჩვენს ქალაქს !!!

Z
Zurab Rtveliashvil
10 years ago Featured

ერთსულოვნად ვუჭერ მხარს პეტიციის მოთხოვნებს და პირადად ვურჩევ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს იზრუნოს პარკის აღდგენაზე რომელიც მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვიდრე უადგილოდ გაჭრილი გზა, ამ შემთხვევაში მოქალაქეების აზრის იგნორირება დაუშვებელია, რადგან ყველაფერი რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან უნდა ემსახურებოდეს საერთო სახალხო კეთილდღეობას , მხოლოდ ამ მიზნით ვქირაობთ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებმაც უნდა აღასრულონ საკუთარი ხალხის ნება !

T
Teimuraz Khomeriki
10 years ago

დაუშვებლად მიმაჩნია პარკების ხარჯზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება!!

I
Iago Kachkachishvili
10 years ago

სოციოლოგი, თსუ პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი

Petitions like this

Other petitions you might want to support