
სოლიდარობა ბეჟან ჯავახიას


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან გაუშვეს ჩვენი ლექტორი ბ-ნ ბეჟან ჯავახია. ბ-ნი ბეჟანი არის მედიევისტი და უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე. ის ერთ-ერთ საუკეთესო ლექტორია, რომელიც აღიარებულია ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების მიერ, სადაც ის კითხულობდა ლექციებს მიწვევით. სწორედ ამ ადამიანს უშვებენ მოტივით, რომ სტუდენტები გაურბიან ლექციიდან, რაც მტკნარი სიცრუეა. უფრო მეტიც, თუ გადავხედავთ სასწავლო პროცესსა და სტუდენტების დასწრების თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს მივხვდებით, რომ სტუდენტები კი არ გარბიან პირიქით, ინტერესით ისმენენ ბ-ნი ბეჟანის ლექციებს. ვფიქრობთ, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო გაგებით მოეკიდება ჩვენს მიმართვას და დააბრუნებს ბატონ ბეჟანს უნივერსიტეტში.
Comment