Skip to main content

ვახტანგი სახლშია და ეს უბრალოდ დაუჯერებელია (ჯერ კიდევ ხელები მიკანკალებს სიმართლე რომ ვთქვა). მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ არ გაჩერდით და არ დაუშვით ამ უსამართლობის გაგრძელება, თუმცა თვალს მაინც მივაშტერებთ პროცესებს ბოლომდე.

September 22, 2020

თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ ექიმს - ვახტანგ ყიფიანს!

თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ ექიმს - ვახტანგ ყიფიანს!

🏆 Won — 1,810 supporters Verified

Final supporters

Მ
მარი
Ა
ანანო
Თ
თეა
M
Maia
N
Nona
K
Khatuna
T
tedo
M
MIRIAN P.
D
David D.
Გ
გიორგი
+1,800 more
TK
Started by Tamar Kobiashvili 6 years, 2 months ago

ექიმი ვახტანგ ყიფიანი უსაფუძვლოდ დააკავეს პროცედურისთვის, რომელიც მას არ ჩაუტარებია.

2020 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო ბრალდებით დააკავა:



1) ბრალდების მიხედვით, თითქოს „თანხის მითვისების“ მიზნით მან „დაარწმუნა“ პაციენტი, რომ ოპერაცია ჩატარდებოდა იტალიელი სპეციალისტების ჩართულობით და ნაცვლად ამისა თავად განახორციელა მანიპულაცია.

ბრალდება უსაფუძვლოა:

  • მრავალი მოწმის ჩვენების, საზღვრის კვეთის და სხვა დოკუმენტაციის მიხედვით ცალსახად დასტურდება რომ იტალიელი სპეციალისტი იმყოფებოდა პროცედურაზე და მართავდა საოპერაციო ბრიგადას;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულება პაციენტს გადახდილი აქვს კლინიკის ანგარიშზე, ყველა წესის დაცვით.

2) ბრალდების მიხედვით, ასევე, ვახტანგმა თითქოს განახორციელა არასერთიფიცირებული საექიმო საქმიანობა - სიმსივნური წარმონაქმნის აბლაცია.

ბრალდება უსაფუძვლოა:

  • ვახტანგის სერთიფიკატები და კომპეტენცია სრულიად საკმარისია აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად.

ვახტანგ ყიფიანს პროცედურა არ დაუწყია. პაციენტის მდგომარეობა გართულდა პროცედურის დაწყებამდე.


პეტიციაზე ხელმოწერით ვითხოვთ:

უსამართლოდ დაკავებული ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

Updates

August 27, 2020

I just saw the count hit one thousand and I honestly have no idea how to process that kind of support right now because it started as just a small effort to fix a massive injustice. It makes me think back to the first few people who signed when I was sitting here feeling so frustrated by the whole situation and now this feels like a real wave that we have created together.

Reached 1,000 supporters

August 26, 2020

August 25, 2020

ვერ ვიჯერებ რამდენმა ადამიანმა გაიზიარა ვახტანგის სიმართლე და ეს ყველაფერი ნამდვილად მაძლიერებს როცა უკვე მგონია რომ გზა აღარ ჩანს. სიმართლე კი ის არის რომ მტკიცებულებები არსებობს და კითხვებიც რომელიც პასუხგაუცემელი რჩება მიუხედავად იმისა თუ ვინ ცდილობს ამ ყველაფრის მიფუჩეჩებას. განაგრძეთ ამის გავრცელება და არ დაგავიწყდეთ რომ უკან დახევა ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.

Reached 100 supporters

August 25, 2020

449 Comments

Შ
შურა
6 years ago Featured

აუცილებლად უნდა გააათავისუფლონ უპირობოდ. თქვენ გვერდით მიგულეთ ნებისმიერ დროს. მე ვახტანგ ყიფიანის მამამ ბატონმა კოტემ სამჯერ გადამარჩინა სიკვდილს უანგაროდ. ექიმობის და ადამიანობის ეტალონები არიან მთელი ოჯახი.

М
Манана
6 years ago Featured

Стыдно и позорно держать невиновного врача в тюрьме, скольким больным он мог бы помочь...

Მ
მეგი გვარამაძე
6 years ago Featured

რამდენი ზონდერ-მკვლელი,არაკაცი და ქვეყნის მოღალატე გარეთ დაპარპაშებს და პოლიტიკაშიც აპირებენ დაბრუნებას და ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში იყოს, ცინიზმისა და უსამართლობის პიკია!

M
Manana Gegeshidze
6 years ago Featured

ზოგადად - სამედიცინო შეცდომა კრიმინალურ დანაშაულს არ უნდა უთანაბრდებოდეს. ექიმ ყიფიანს რაც შეეხება, პროცედურა თუ არ ჩაუტარებია, საერთოდ რას ედავებიან? თავისუფლება ექიმ ვახტანგ ყიფიანს!

I
irma
6 years ago Featured

batoni vaxtangi usamartlobis msxverplia! dagvibrunet pacientebs chvens sicocxles chirdeba!

N
Nani
6 years ago Featured

თავისუფლება ვატო ექიმს,ბატონი ვატო ნამდვილად უდანაშაულოა,პროცედურას იტალიელი ექიმი ატარებდა,პაციენტი ანესთეზიის ეტაპზე გართულდა.

Მ
მარი
6 years ago

გაათავისუფლეთ

Ა
ანანო
6 years ago

#თავისუფლებავახტანგყიფიანს

Petitions like this

Other petitions you might want to support