Skip to main content

Status: Closed — this petition is no longer accepting signatures.

DTUG- პეტიცია ორთოპედიული სტომატოლოგიის კომპეტენციებზე

DTUG- პეტიცია ორთოპედიული სტომატოლოგიის კომპეტენციებზე

Closed — 88 supporters Verified

Final supporters

Ნ
ნაზი ქ.
T
Tamila G.
A
Alexandre S.
Დ
დავითაშვილი გ.
Მ
მაკა ყ.
M
Mariam a.
M
Maia S.
S
sopo
Ა
ანი
Თ
თეო
+78 more
DD
Started by DTUG Dental Trade Union of Georgia 4 years, 11 months ago

როგორც მოგეხსენებათ, განისაზღვრა კომპეტენციები ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, მათ შორის იმპლანტოლოგიაში ჯანდაცვის სამინისტროსა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის სერთო მუშაობის შედეგად. რის მიხედვითაც (ამონარიდი ძველი ვერსიიდან):

„სერტიფიცირებულ ორთოპედ-სტომატოლოგს, პირის ღრუს ქირურგი სტომატოლოგის სუბსპეციალობის მოპოვების შემდეგ, უფლება აქვს გაიაროს სპეციალიზაციის კურსი დენტალურ იმპლანტაციაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას უფლება აქვს განახორციელოს დენტალური იმპლანტების ძვალში ჩასმა და მათი გამოყენებით განახორციელოს მაღალხარისხიანი პროთეზირება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-8/ნ_ის შესაბამისად, ის პირები (ორთოპედ სტომატოლოგის სერთიფიკატის და პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგის სუბსპეციალობის მოწმობის მფლობელები და/ან ქირურგიული სტომატოლოგიის 18.04.07-07.02.14 პერიოდში გაცემული სერთიფიკატის მფლობელები), რომლებიც გარდამავალი დებულების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ სპეციალიზაციის განსაზღვრულ საქმიანობას და გააჩნიათ მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, ენიჭებათ აღნიშნული სპეციალიზაციით(დენტალური იმპლანტაცია) საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის (საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია) რეკომენდაციის საფუძველზე პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.“

ამონარიდი ამჟამინდელი ვერსიიდან:

„საექიმო სპეციალობაში „ორთოპედიული სტომატოლოგია“ სერტიფიცირებულ პირს, რომელიც ამავე დროს ფლობს სუბსპეციალობის მოწმობას „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“, ასევე, საექიმო სპეციალობაში „ქირურგიული სტომატოლოგია“ სერტიფიკატის მქონე პირს, უფლება აქვს, განახორციელოს დენტალური იმპლანტაცია შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის საფუძველზე. „

ამ დოკუმენტის მიხედვით აეკრძალათ იმპლანტოლოგად მუშაობა თერაპევტ-ქირურგებს, ვისაც გავლილი ჰქონდათ იმპლანტოლოგიის შემსწავლელი კურსი. ეს მოხდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების ან შეტყობინების გარეშე, იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია აღნიშნულ სიახლეზე მუშაობდა ბოლო 3 წლის განმავლობაში.

იკვეთება ექიმი-სტომატოლოგების გარკვეული ჯგუფის შრომით-სამართლებრივი უფლებების დარღვევის ფაქტი.

ამიტომ, ვითხოვთ შემდეგი ცვლილების შეტანას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-8/-ის დანართი 36-ში :

  • იმ თერაპევტ-ქირურგებს, ვისაც აქვთ იმპლანტოლოგად მუშაობის 3 წლიანი უწყვეტი სტაჟი, მიენიჭოთ იმპლანტოლოგის სტატუსი იგივე წესით, როგორც მიენიჭებათ ორთოპედ-ქირურგებს (3 წლიანი სტაჟისა და 100 კლინიკური შემთხვევის წარდგენით ( 100-დან მინ. 10 რენტგენოლოგიური დასტურით)).
  • იმ თერაპევთ-ქირურგებს, ვინც იმპლანტოლოგიის შემსწავლელი კურსი გაიარა ბოლო 3 წლის მანძილზე და, შესაბამისად, 3 წლიან უწყვეტ სტაჟს და 100 კლინიკურ შემთხვევას ფიზიკურად ვერ წარადგენენ - მიეცეთ საშუალება იმპლანტოლოგად მუშაობის შეწყვეტის გარეშე, გაიარონ იმპლანტოლოგიის სერთიფიკატის მოსაპოვებლად იმპლანტოლოგიის ახლადდაწესებული 2 თვიანი ექსტენსიური კურსი სრულიად უსასყიდლოდ, ან გადახდა დაევალოთ მხოლოდ იმ ფასნამატისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ექნება აღნიშნულ სასწავლო პროგრამას მანამდე არსებული იმპლანტოლოგიის კურთან მიმართებაში.

Updates

October 21, 2021

The amount of support we have gathered proves that our profession will not accept these changes in silence. Post this link to Facebook right now and tag the Ministry of Health to make sure they see our collective stance. Email your local representative to demand they address these competency standards immediately.

22 Comments

Გ
გიორგი Mendoza
4 years ago Featured

გადახედეთ ბრძანებას და ნუ ზღუდავთ კვალიფიციურ კადრებს!

Ლ
ლევანი Shepherd
4 years ago Featured

აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს დადგენილება. ექიმებს მუშაობის საშუალება მიეცით

Თ
თამარი Wells
4 years ago Featured

ვეთანხმები. იმედია გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას

Დ
დავითი Whitaker
4 years ago Featured

სრული მხარდაჭერა! დროულად მოსაგვარებელი საკითხია.

Ნ
ნინო Nasser
4 years ago Featured

სამართლიანია ეს მოთხოვნა, მხარს გიჭერთ.

A
Anonymous
4 years ago Featured

ვემხრობი პეტიციას, რათა თერაპევტ-ქირურგებსაც კვლავ მიენიჭოთ დენტალური იმპლანტაციის უფლება.

Მ
მაკა ყავალაშვილი
4 years ago

ვაწერ ხელს

M
Maia Sartania
4 years ago

ვეთანხმები მოთხოვნებს !

Petitions like this

Other petitions you might want to support