Skip to main content

Status: Closed — this petition is no longer accepting signatures.

სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს პარლამენტი

სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს პარლამენტი

Closed — 88 supporters Verified

Final supporters

T
Temur
N
Natia C.
S
Someone
G
Gvantsa D.
S
salome k.
K
ketevan k.
K
ketevan k.
P
Pilauri K.
M
mokalake
T
Tamar e.
+78 more
TC
Started by Tamta Chelidze 11 years, 1 month ago

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანის მიერ ა.წ. 22 ივლისს, საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადება "... ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე, თუ ვინმე ლამაზი ქალი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე.... მე EBRD-ზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ერთგული მეუღლე ვარ...." ახდენს მისი სრული არაკომპეტენტურობისა და პარლამენტის დეპუტატისთვის საბაზო ინფორმაციის არ ფლობის დემონსტრირებას.

რაც მეტად მნიშვნელოვანია, დეპუტატი ავლენს სექსისტურ და დისკრიმინაციულ განწყობებს; და ბოლოს, რამდენადაც ციტირებული ფრაზის პირველი და ბოლო ნაწილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, დეპუტატი ავლენს ლოგიკური და თანმიმდევრული აზროვნების არ ქონას.

ასეთი დეპუტატის არსებობა უქმნის რისკს პარლამენტის პროდუქტიულ მუშაობას, რაც საფრთხეა ქვეყნის განვითარებისთვის. ასეთი პირის არსებობა პარლამენტში არის ქართველი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების არამიზნობრივი ხარჯვა და იწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებასა და მოქმედი საკანონმდებლო ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოქალაქე ჯაჭვლიანმა უნდა დატოვოს დეპუტატის მანდატი.

Updates

July 24, 2015

I honestly did not think this would gain this much steam but here we are and it feels like people are finally realizing why this is so important. It is frankly exhausting to even think about that speech again yet the fact that so many of you agree makes me feel a little less alone in this frustration.

11 Comments

დავით Stokes
11 years ago Featured

ქართული ოცნების სირცხვილია პირდაპირ. საქმეს მიხედონ და არა ამ კაცის უაზრო განცხადებებს. დატოვოს მანდატი და წავიდეს სახლში.

ნინო Fleming
11 years ago Featured

საშინელებაა, ასეთი ადამიანი როგორ უნდა წყვეტდეს კანონებს? არაფერი ესმის და კიდევ ამაყობს თავისი უვიცობით.

გიორგი Shepherd
11 years ago Featured

ამას პარლამენტში რა უნდა საერთოდ? ხალხის ფულით ერთობა და სისულელეებს როშავს, სირცხვილია უბრალოდ.

T
Temur
11 years ago Featured

დეპუტატი და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, სოსო ჯაჭვლიანი, თავისივე გუნდს ემუქრება და განცხადებას ავრცელებს. "ზოგიერთი წევრი იუმორზე აცრილი ყოფილა. თუ მათ რაიმე პრობლემა აქვთ, მოვიდნენ და მკითხონ, რატომ გავაკეთე ეს განცხადება. ამ გუნდის პრობლემა სწორედ ისაა, რომ ისინი ასე გაგწირავენ, შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ. ქართული ოცნების გუნდის პრობლემა არაგუნდურობაა. სასირცხვო არაფერი მჭირს. სასირცხვო სხვას სჭირს. ყველამ პირი მოკუმონ. სხვის საქმეებში ნუ ერევიან. ბევრს ნუ იბლატავებენ. მერე ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი, იცოდეთ. მომავალშიც არაერთი განცხადება გაკეთდება. საერთოდ იცოდეთ, ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე ვაწვები," - წერს სოსო ჯაჭვლიანი.

სოფიო Spencer
11 years ago Featured

აი ესაა ჩვენი რეალობა. უზრდელი, სექსისტი დეპუტატები რომლებიც ფიქრობენ რომ ყველაფერი მოსულა. გვეყოფა უკვე!

T
Tamar Nemsadze
11 years ago Featured

პარლამენტარი რომელმაც საუბარიც არ იცის, აღარაფერს ვამბობ მის აზროვნებაზე . რისთვის იჯიბავს სახწლმწიფო ხელფასს?

K
khocholava Irine
11 years ago

no coments

D
David Sulaberidze
11 years ago

Shame!

Petitions like this

Other petitions you might want to support