Skip to main content
გათავისუფლდეს სულხან წულაძე ( SPLIYVI) პატიმრობიდან!

გათავისუფლდეს სულხან წულაძე ( SPLIYVI) პატიმრობიდან!

1,714 signatures 786 to reach 2,500
I
ivane signed
A
Akaki T. signed
V
vako signed
S
Someone signed
S
sandro k. signed
N
Nino S. signed
S
Someone signed
N
Nika signed
J
jarji j. signed
M
mariami signed
ZA
Started by Zaza Asatiani 10 years, 4 months ago

2016 წლის 11 აპრილს სულხან წულაძემ , რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც იუზერი "სპლიყვი" თბილისის ფორუმზე (Forum.ge) გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხან წულაძე. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ( მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 აპრილს სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის თქმით არსებობს საფრთხე, რომ სულხან წულაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს, რაც თავის მხრივ თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას გულისხმობს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს.

Updates

April 18, 2016

The petition has reached one thousand signatures. This milestone confirms that a significant number of people recognize the disproportionate nature of the current detention.

April 16, 2016

The petition has reached one hundred signatures. This level of interest confirms the public desire for a more proportionate response in this legal matter.

Reached 1,000 supporters

April 16, 2016

Reached 100 supporters

April 15, 2016

803 Comments

N
naira rukhaia
10 years ago Featured

თავისუფლება სულხან წულაძეს! პატიმრობა არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს! ის უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან! რაღაც უგერგილო იუმორის გამო ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ!

N
Nika Kashibadze
10 years ago Featured

მე ვარ ფორუმელი და ბატონი სულხარ წულაძე მხოლოდ ხუმრობდა და ირონიულად ამბობდა ყოველივეს, აქ სახე არ ქონია არანაირ მუქარას და რაიმე მსგავს, გთხოვთ გაათავისუფლოთ ბატონი სულხანი, ის უდანაშაულოა და სოციალურ ქსელში ხუმრობის გამო არ უნდა იყოს დაკავებული

E
Eka Beradze
10 years ago Featured

რისთვის აპატიმრებთ ადამიანს??? ამაზე მეტ ანტიამერიკულ ქმედებას ვერ ჩაიდენდა ვერავინ, რუსებიც ვერ ინატრებდნენ . ამ უსამართლო დაპატიმრებით ანტიამერიკულ განწყობას რომ ქმნით ვერ ხვდებით?

A
Ana Managadze
10 years ago Featured

ხუმრობისთვის პატიმრობის შეფარდება დაუშვებელია. იუზერ სპლიყვს სოციალურ ქსელებში იცნობენ როგორც სტაჟიან ხუმარას. ვთვლი , რო ხუმრობასაც აქვს ეთიკური საზღვრები, თუმცა საზღვრების დარღვევისთვის წინასწარი პატიმრობა არამართლზომიერი და უსამართლოა.

R
Regina Venetian
10 years ago Featured

ადამიანი როცა სერიოზულად ფიქრობს მსგავის რამის ჩადენას, ის ასე საქვეყნოდ არ წერს . ჩემი აზრით ეს უაზრო ხუმრობა იყო მისგან, ანგლობა და სხვა არაფერი. ვერც კი მოიფიქრებდა, რა შეიძლებოდა ამ ხუმრობას მოჰყოლოდა. იქნებ გაითვალისწინონ ვისაც ეხება და გამოუშვან.

G
giorgi
10 years ago Featured

მემგონი აშშ–ს საელჩოც და სამართალდამცველებიც დარწმუნდებიან რომ ეს იყო სულელური ხუმრობა და ამის გამო ადამიანს არ შეიძლება სამუდამოდ ან 20 წლით ციხეთი გაუშვა. თან როგორც წავიკითხე ამ სპლიყვს ყავს ცოლი 2 შვილი და იმედია აპატიებენ ამ სისულელეს.

I
ivane
10 years ago

ამერიკის ელჩს დედა ყავს დასაკლავი!

A
Akaki Tkemaladze
10 years ago

freedom

Help this petition grow

Share it with friends to help reach 2,500 signatures.

Your share link

Share directly

Petitions like this

Other petitions you might want to support