Nini Balanchini 0

მიმართვა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით

122 signers. Add your name now!
Nini Balanchini 0 Comments
122 signers. Almost there! Add your voice!
82%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

მიმართვა

საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს,

მოგმართავთ ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე და უფლებათადამცველი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, დარგის ექსპრეტები და საქართველოს მოქალაქეები.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ქვეყანა საგანგაშო ვითარებამდე მიიყვანა. კერძოდ, მოხდა საპატიმროების გადავსება ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავდებული პირებით, მოიმატა პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა და კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების (ე.წ ნიანგი, ვინტი), მათ შორის ე.წ სპაისების/ბიოს მოხმარებამ ახალგაზრდებში, რაც გაცილებით საზიანოა ვიდრე ტრადიციულად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები როგორც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.

მიმდინარე წელს განახლდა აქტიური მუშაობა ამ სფეროში რეფორმის გატარების მიზნით, რომლის ინიციატორი გახლდათ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ევროპული პრიორიტეტების გაზიარებას, ასევე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და რაც მთავარია დაფუძნებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზრუნვაზე (აღნიშნული პაკეტის მოკლე მიმოხილვა). მისასალმებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების წევრები და დარგის ექსპერტები.

იუსტიციის მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური ნების არსებობას, საქართველოში მოხდეს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხდება პროცესის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეფერხება.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის წევრებს უახლოეს მომავალში განიხილონ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მოხდეს მისი მიღება ყოველგვარი ხელოვნური გაჭიანურების გარეშე.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ათი ათასობით ადამიანისა და მათი ოჯახებისათვის, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდნენ ან/და იხდიან სასჯელს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად გადახდილი მაღალი ჯარიმების, უმუშევრობის, შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არარსებობისა და საზოგადოებიდან გარიყვის შედეგად.

Links


Share for Success

Comment

122

Signatures