Grigol Makharadze 0

პეტიცია 9 აპრილის პარკის გადასარჩენად

182 signers. Add your name now!
Grigol Makharadze 0 Comments
182 signers. Almost there! Add your voice!
91%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს,

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

მოგმართავთ 9 აპრილის ბაღში მიმდინარე საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ საჯარო განხილვის გარეშე ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის ტერიტორიის ხარჯზე საავტომობილო გზის მშენებლობის მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გაუმართლებელია. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, ისეთი საჯარო სივრცეები, როგორიც არის პარკები, სკვერები, გამწვანებული ტერიტორიები და სხვა არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. გზები, ქუჩები და ტროტუარები სწორედ მათთან მისასვლელად გვჭირდება, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და, მათ შორის, ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებების გაცვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. ამგვარად საჯარო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების აუცილებელი პირობაა. თუ არ გვექნება მოედნები, პარკები და სკვერები, არც ქუჩები და გზები დაგვჭირდება. საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და საცობებისგან გათავისუფლება არ არის იმდენად ღირებული საზოგადოებრივი სიკეთე, რომლისთვისაც პარკების და სარეკრეაციო ტერიტორიების შემცირება და განადგურება ღირს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ მერის ან თუნდაც საკრებულოს მიერ საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1. შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება და აღდგეს 9 აპრილის პარკი პირვანდელი სახით;

2. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს გეგმა და განახორციელოს 9 აპრილის პარკის რეაბილიტაცია.

3. მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაში.

Share for Success

Comment

182

Signatures