
გააცოცხლე შოვი და უწერა – არ დაცალო რაჭა


საქართველოს კურორტებსა და რეკრიაციულ ზონებს შორის შოვი და უწერა გამორჩეული იყო.სამწუხაროდ ამ მართლაც უნიკალური მიკროკლიმატისა და სამკურნალო თვისებების მქონე კურორტების დიდება წარსულს ჩაბარდა. დღეს შოვი და უწერა მკვდარია, უმუშევარი და უფუნქციოა ამ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ კურორტების ინფრასტრუქტურის მოვლა- შენარჩუნება ჩამოსული დამსვენებლების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და მომსახურება იყო. მაგრამ, ამჯერად, უწერასა და შოვის მხოლოდ საკურორტო და სოციალური დატვირთვის გამო არ მოგმართავთ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული მოვლენების შემდგომ ზემო რაჭის საზღვრისპირა სოფლების დაცვას, გაძლიერებას და განვთარებას ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ეს ზონა ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიას. სამი წლის წინ რუსეთის-სასზაღვრო ჯარის მიერ მამისონის უღელტეხილზე საკონტროლი ნიშნულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლებამ რეგიონში საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარება შექმნა. ეს საფრთხე დღესაც არ არის მოხსნილი. შოვსა და უწერაში დღეს არსებული ვითარებით უკიდურესად შეშფოთებულები, რომელსაც სწორედ ამ დღეებში ჩვენი რაჭაში კიდევ ერთი ვიზიტის დროს გავეცანით, ვთვლით, რომ ამ მხარეში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს საგანგებო ღონისძიებები, იმისთვის, რომ საზღვრისპირა ზოლი მოსახლეობისგან არ დაიცალოს და "დაუპატიჟებელმა სტუმარმა" ამით სარგებლობა არ გადაწყვიტოს. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ უკვე გვქონდა პრეცენდენტი, როცა ჭანჭახის ხიდს გადაღმა ტერიტორიების მითვისების მცდელობა ჰქონდა ჩრდილოელ მეზობელს. მოგიწოდებთ უწერა-შოვი-გლოლას ზონაში საქართველოს მთავრობამ განახორციელოს იგივე პროგრამა, რაც დღეს ანაკლია-განმუხურში ხორციელდება. ამ მხარეში აუცილებელია გაჩნდეს გზა, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ინვესტიციების მოზიდვისთვის მიმზიდველი პირობები, გაცოცხლდეს თვითონ კურორტები და ეს უნუკალური ადგილები კვლავ მოემსახუროს დამსვენებელს არამარტო საქართველოდან , არამედ ,დარწმუნებული ვართ, მსოფლიოს სხვა ბევრი ქვეყნიდანაც. ამ პროექტს ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან ერთად დიდი სოციალური დატვირთვაც ექნება, რაც ასე ძალიან სჭირდება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მაღალმთიანი რაჭის მოსახლეობას
Comment