Nini Balanchini 0

ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია!

121 signers. Add your name now!
Nini Balanchini 0 Comments
121 signers. Almost there! Add your voice!
95%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now


ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, სათემო ორგანიაციები, საქართველოში მცხოვრები ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები გამოვთქვამთ აღშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. კერძოდ კი, ჩვენი აღშფოთება შეეხება საქართველოს ნარკოკანონმდებლობასა და სამთავრობო უწყებების დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. საქართველო რჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. უარყოფი შედეგები კი თავის მხრივ აისახება, როგორც პიროვნებაზე, ასევე საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ზედოზირებით სიკვდილიანობის ზრდას, ნარკოტიკის მომხმარებელს ართმევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას, ზიანს აყენებს მათ ოჯახებს და სოციალურ კავშირებს, პიროვნებას აქცევს დამნაშავედ და ხელს უწყობს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის დაკანონებას. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა აივ-ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტი. ხელი ეწყობა ქვეყანაში ეპიდემიის გაღვივებას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ისე მის ბიუჯეტზე და იმ ფინანსურ დანახარჯებზე, რომლის გაღებაც მოუწევს ქვეყანას ეპიდემიის სამართავად. დღესდღეობით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ისჯება უფრო მკაცრად ვიდრე გაუპატიურება და განზრახ მკვლელობა, რაც სრულიად მიუღებელია განვითარებისა და დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი სახელმწიფოსათვის. ასეთი მიდგომა უგულველყოფს სასჯელის პროპორციულობის პრინციპს და ხელს უწყობს უსამართლობის შეგრძნების დამკვიდრებას მოსახლეობაში. არსებული ნარკოპოლიტიკა ეყრდნობა საბჭოურ იდეოლოგიას და მიზნად ისახავს მხოლოდ ადამიანების დასჯას და კონტროლს. ასეთი მიდგომა მკვეთრ ძინააღმდეგობაშია ევროპულ პრიორიტეტებთან და ღირებულებებთან, და ყველაზე უფრო მეტად გვაშორებს ევროპულ ოჯახს. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მოგიწოდებთ:  უზრუნველყოთ ისეთი საკანონმდებლო რეფორმის გატარება, რომელიც ბოლოს მოუღებს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას და ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას  გაიზარდოს ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება - დაიხარჯოს ფული ამ ადამიანების მკურნალობაზე, და არა მათი ციხეებში შენახვაზე. ნარკოტიკების მოხმარების და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირების ყველაზე ეფექტური და ხარჯთ-ეფექტური გზა არის მკურნალობა  მოხდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლოტიკის გადახედვა და ნარკოტიკების მოხმარება განხილულ იქნას როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა; ნაცვლად ათასობით ადამიანის დევნისა და ნარკოტიკებზე შემოწმებისა პოლიციური რესურსი გამოყენებულ იქნას ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და სხვა, საზოგადოებისათვის სასის დანაშაულთან ბრზოლისათვის.

Links


Share for Success

Comment

121

Signatures