Skip to main content

Status: Closed — this petition is no longer accepting signatures.

დავუბრუნოთ ზნეობა ქართულ ტელესივრცეს

დავუბრუნოთ ზნეობა ქართულ ტელესივრცეს

Closed — 13 supporters Verified

Final supporters

საქმე ა.
R
revaz m.
ნოდარი
T
Temuri B.
S
Someone
გიორგი ყ.
K
keti k.
T
Temur A.
V
vazha t.
Z
zurab
+3 more
Started by Anonymous 13 years, 6 months ago

მიმართვა საქართველოს პარლამენტს,

საკონსტიტუციო სასამართლოს,

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას,

იუსტიციის სამინისტროს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მაუწყებლობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მანკიერი სისტემა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ან არ ზღუდავს საზოგადოების ზნეობრივი ნორმების შეუსაბამო და არასრულწლოვანთათვის მავნე ზემოქმედების მქონე მასალის (აზარტული თამაშების რეკლამა, ნარკოტიკის მოხმარების, ძალადობისა და სექსის სცენები, ბილწსიტყვაობა) დემონსტრირებას სამაუწყებლო ეთერში და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებსა და რეკომენდაციებს.

მოგმართავთ თხოვნით დაუყოვნებლივ გააუქმოთ ის ცვლილებები მაუწყებლობის კანონში, რომლებიც ძალაში შევიდა 2006 წლის 26 დეკემბერს. ამ ცვლილებებით აიკრძალა სასამართლოში მიმართვა არასრულწლოვანთათვის მავნე ზემოქმედების მქონე სცენების ჩვენების გამო სატელევიზიო ეთერში და გაუქმდა ჯარიმები სამაუწყებლო კანონის ამ დარღვევებისთვის. ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან სასამართლოში მიმართვის უფლებას აუქმებს და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს მაუწყებლობის რეგულირების შესახებ, რადგან აუქმებს რეგულირების საშუალებას – ჯარიმებს სამაუწყებლო კოდექსის დარღვევისთვის. ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და მედიაში ძალადობის შეზღუდვის შესახებ ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. შედეგად სატელევიზიო მაუწყებლობას საქართველოში მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებს, რომლებიც უპრეცენდენტოა მსოფლიოში და დამანგრეველი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ახალგაზრდობის ცნობიერებაზე:

1. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც აკრძალულია სასამართლოში მიმართვა მაუწყებლობის კანონის მთელი რიგი მუხლების დარღვევათა გამო (მაუწყებლობის კანონის 59–ე პრიმა მუხლი).

2. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წელს მიუთითა, რომ სასამართლოში დაუშვებელია ზნეობრივი საკითხების განხილვაც კი, რადგან „ძნელია დადგინდეს, თუ რა არის ზნეობრივი და რა არა“ (უნგიაძე და ყიფიანი პარლამენტის წინააღმდეგ, საქმე 421/422), როდესაც აშშ–ში თუ ევროპაში ცალკეულ შტატსა და რეგიონსაც კი საკუთარი ზნეობრივი სტანდარტები შეიძლება ჰქონდეს და სწორედ სასამართლოები ადგენენ ამა თუ იმ შემთხვევის საზოგადოებაში მორალური სტანდარტისთვის შესაბამისობას.

3. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელშიც დაშვებულია ძალადობის, წამებისა და ტანჯვის სცენების ჩვენება ეთერში 15 წამის ხანგრძლივობით. (მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 45, პუნქტი 1. ე) და ზ) ქვეპუნქტები); მუხლი 56, მე–4 პუნქტი)

4. საქართველო იშვიათი გამონაკლისია ქრისტიანულ ქვეყნებს შორის, რომელშიც სიშიშვლე სატელევიზიო ეთერში კანონმდებლობით არ არის შეზღუდული და ბილწსიტყვაობა ხშირად გადაიცემა ეთერში.


მოქალაქეთა ჯგუფი 

2 Comments

ნინო Ford
13 years ago Featured

ბავშვებს ვერ მიგვიხედია ტელევიზორის გამო, ყველაფერი არხზეა ნაჩვენები. მართლა დავუბრუნოთ ზნეობა და ნორმალური ეთერი მაინც იყოს.

გიორგი Guerrero
13 years ago Featured

ეს ამაზრზენი რეკლამები და ძალადობის სცენები უნდა გაქრეს. რა დონის უპასუხისმგებლობაა მსგავსი კანონების მიღება. დროა ვიღაცამ ხმა ამოიღოს!

Petitions like this

Other petitions you might want to support