Gigi Chelidze 0

კმარა სერიალები

Show your support by signing this petition now
Gigi Chelidze 0 Comments
0 people have signed. Add your voice!
0%

პეტიციის დაწერა გადავწყვიტე რამოდენიმე ძირითადი მიზეზის გამო, შევეცდები ჩამოვაყალიბო ეს მიზეზები და ასევე ხალხს ვთხოვ გაითვალისწინონ და გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. თითქმის ყველა არხზე გადის სერიალები, მთელი დღის განმავლობაში. (კვირაობით გვასვენებენ, მადლობა ღმერთს). სერიალები რომელიც ათასი უაზრობით ტვინს უჭედავს ხალხს, არაფრის მომცემი და უსარგებლოა. (ადამიანების უმეტესობა დაიწყებს ლაპარაკს: კერძო ტელევიზიაა და რასაც უნდა იმას გაუშვებენ) მაშინ მაქვს შემოთავაზება, თუ ამ პეტიციას მაინც არ დაეთანხმებით, იქნებ იმ დროს როცა ამა თუ იმ არხზე სერიალია, არ გადავრთოთ და ამით რეიტინგი მოაკლდება იმ საეთერო დროს, ამის გამო სხვა რამეს გაუშვებენ. თუ არა და მაშინ ვიცხოვროთ, ხოსე-ანტონიოსა და ფაკუნდოს რეალობაში, მეტი რაღა დაგვრჩენია. (ადამიანების უმეტესობას აქვს კომპიუტერი და სხვა წაროებიც, მაგრამ რა ქნან დანარჩენებმა?) რომლებიც ტელევიზორს დროის გაყვანის მიზნით უყურებენ და იქ კი არაფერია იმის გარდა რომ თურმე ვიღაც ქალი კაცი იყო და შვილი ჰყავს. მოკლედ ველი ხალხის მხარდაჭერას.

Share for Success

Comment

Signature

No signatures yet. Be the first one!