Rati Japaridze 0

Georgian Muskie Alumni Appeal to Presdient of Georgia

Show your support by signing this petition now
Rati Japaridze 0 Comments
2 people have signed. Add your voice!
2%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

თქვენო უდიდებულესობავ, ბატონო პრეზიდენტო! 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველთა სახეობებზე ნადირობა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მთავრობას დღევანდელი დღის მონაცემით არანაირი მექანიზმი არ აქვს შემუშავებული ნადირობისათვის ნებადართულ ტერიტორიებზე კონტროლის, მონიტორინგის, ბრაკონიერობასთან ბრძოლის, ცხოველთა დაცვისა და აღწარმოებისთვის; არ არსებობს არანაირი მონაცემი სანადირო ობიექტების სიაში შეტანილი სახეობების რიცხოვნობისა და პოპულაციების მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთ არგუმენტად, აღნიშნული გადაწყვეტილების სასარგებლოდ დასახელებულია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, რომელიც უცხოელი თუ ადგილობრივი მონადირეების მოზიდვით არის ნავარაუდევი. უფრო მეტიც, უკვე გაჩნდა რამდენიმე ადგილობრივი კომპანია, რომელიც მზადაა უცხოელებს გარკვეული გასამრჯელოს საფუძველზე საქართველოში გადაშენების წინაშე მდგარ ცხოველებზე ნადირობა შესთავაზოს. ჩვენი აზრით, ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგება საქართველოს ბუნებას; მოკლე ხანში შესაძლებელია კრიტიკულ დონემდე შემცირდეს და საერთოდ განადგურდეს საქართველოში ნიამორის, ირმის, ჯიხვის, არჩვის, დათვის საეობები. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის პრესტიჟსაც - წითელ წიგნში არსებულ სახეობებზე ნადირობის დაშვება – პირდაპირ ეწინააღმდეგება განვითარებულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას (ვერ ვიხსენებთ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიბერალურია კანონი გადაშენების წინაშე მდგარი ცხოველების დახოცვის მიმართ). ამგვარი გადაწყვეტილებები შეუფერებელია ცივილური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის და ლახავს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ვინაიდან რადიკალურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებების ძირეულ პრინციპებს. ჩვენ, ედმუნდ მასკის სტიპენდიანტები, მოგმართავთ თხოვნით, შეაჩეროთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მანამ, სანამ განხორციელდება დამატებითი კონსულტაციები აღნიშნული ქმედების ავკარგიანობის დასადგენად.

Share for Success

Comment

2

Signatures