Irina Adams England 0

Damibrendet Shuri!

Show your support by signing this petition now
Irina Adams England 0 Comments
0 people have signed. Add your voice!
0%

ქ-ნ Irina Dumbadze, ქ- ნTamuna Zamtaradze, ბ-ნ Dom Hemingway ბ-ნ Zurab Natsvaladze ბ-ნ Sun Dro ქ- ნAnna Shukhaeva ქ-ნ Sofie Khachapuridze და ყველას, ვისაც შეკითხვები გაგიჩნდათ საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა განცხადება-პეტიციასთან დაკავშირებით, ასევე ამ ჯგუფის წარმომავლობაზე, მიზნებზე, შესაძლებლობებძე, ნიჭზე, პორტფოლიოებზე და ა. შ. ასევე ბ-ნ გიორგი პოპიაშვილს, რომელმაც ასე კარგად ამოიცნო გელას სახელი და, ვფიქრობ, გელას გვარის გაგებაზეც არ იტყოდა უარს. მეგობრებო! როგორც ამ ბრწყინვალე ლოგოს აქვს „ობერტონები“, ასე ვთქვათ, „პოლიფონიური ჟღერადობა“ და უნიკალური დინამიკა, რომელიც სწორედაც რომ ad verbum „დიდი, მუქი, ჩახვეული ხელნაწერის“ მკვეთრი და ენერგიული რითმის და მზე-ფეიერვერკის მსუბუქი (искрометный, воздушный, игривый) „ოპტიკური როტაციის“ დაპირისპირებით, გნებავთ კონფლიქტით წარმოიქმნება (რითმების, მასების, ელემენტების კონფლიქტი- ეს საკმაოდ საინტერესო თემაა და ის დასავლეთის სახვით ხელოვნებაში ვერ შეგვხვდება, - ეს ძველი აფრიკული ხელოვნების საიდუმლოებათა საიდუმლოებაა))) დასავლეთ ქვეყნებში უკეთეს შემთხვევაში შეგვხვდება „კონტრასტი“...), კონფლიქტით, რომელიც, თავის მხრივ, სწორედაც რომ მრავალი მცირე დეტალის მხატვრული გამთლიანების მეშვეობით, ზედაპირის მომნუსხველი (едва уловимый) მოძრაობის ეფექტს ქმნის (ესეც საკმაოდ იშვიათი თემაა სახვით ხელოვნებასი - თუმცა, ვან გოგის ფერწერული ტილოების ცოცხალი მონასმებით შექმნილი მოციმციმე, მოძრავი ზედაპირი, ალბათ, ყველას უყვარს...).......ვაი მე!!! უკაცრავად, სადღაც გადაუხვიე!!! სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და მე თვითონ ვერ შევამჩნიე, ისე გავერთე! კიდევ კარგი დროზე დავამუხრუჭე, თორე ჩვენი ორგანიზაციის წინაშე თავი მომეჭრებოდა! არა უშავს, თავიდან დავიწყებ:


მაშ ასე, ქ-ნ Irina Dumbadze, ქ- ნTamuna Zamtaradze, ბ-ნ Dom Hemingway ბ-ნ Zurab Natsvaladze ბ-ნ Sun Dro ქ- ნAnna Shukhaeva ქ-ნ Sofie Khachapuridze და ყველას, ვისაც შეკითხვები გაგიჩნდათ საქართველოს არტ-დირექტორთა და დიზაინერთა განცხადება-პეტიციასთან დაკავშირებით, ასევე ამ ჯგუფის წარმომავლობაზე, მიზნებზე, შესაძლებლობებძე, ნიჭზე, პორტფოლიოებზე და ა. შ. ასევე ბ-ნ გიორგი პოპიაშვილს, რომელმაც ასე კარგად ამოიცნო გელას სახელი და, ვფიქრობ, გელას გვარის გაგებაზეც არ იტყოდა უარს. ასევე კომპანია ACT-ს და ლოგოს ავტორს. მეგობრებო! როგორც ამ (ეს სიტყვა უკვე წაშლილია) ლოგოს აქვს „ობერტონები“, ასე ვთქვათ, „პოლიფონიური ჟღერადობა“, ასევე ნებისმიერ ადამიანურ ქმედებას (მითუმეტეს კოლექტიურს, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ადამიანების გა-ერთ-იანება ძალიან ძნელია) გააჩნიაფარული ტრანსაქცია (ე.წ. „კუთხური“ ტრანსაქცია ან თუნდაც „ორმაგი“ ტრანსაქცია). ვშიშობ, თქვენ ვერ მიხვდით რასთან და ვისთან გაქვთ საქმე, ამიტომ მე საგანგებო განცხადების გაკეთება დამევალა:

მსოფლიოს გაერთიანებული შურორისტული ორგანიზაცია (რომელიც უძველესი დროიდან არსებობს და ჯერ კიდევ მეზოზოის ერაში დატოვებულ შუროზავრების ნაკვალევს მისდევს), სრულიად პოსტ-საბწოთა дерЁвня Шурландия და მისი კონვენციონალური და კომპლემენტარული შურის საქართველოს პროფესიონალთა ფრთა, ასევე საქართველოს ალტერნატიული შურის მაძიებელთა ასოციაცია, ასევე შუროთერაპიის ინტერაქტიული ჯგუფი, ასევე ამჟამად გასტროლებზე გამგზავრებული საქართველოს შურხმიანობის ანსამბლები „შურპეჯიო“ და „შურისსიმო“, ასევე შურსაქმურთა მახათოსანი კლუბი და სახვა მრავალი პასუხისმგებლობას იღებს ჩადენილ შურორისტულ აქტზე - პეტიციის დაწერაზე! აწი გვიფრთხილდით! ვინაიდან ჩვენ თავად ჩვენმა შურიელმა ლიდერმა, შურიზმატულმა შურენა მეოთხემ, რომლის თავზეც დიდი შურავანდედი ჩანს უკვე (მე პირადად არ მინახავს, მაგრამ თუ მართლა ასეა - მისიც მშურს - მე ხომ ჯერ შურსხივოსნების დაწყებით სტადიაზე ვარ) გვაშურთხა და წმინდა ომი - შურხადი - გამოუცხადა ყველა ურჯულოდ ნიჭიერს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ჩვენი შურვიული სისტემის, რომელიც, როგორც ცნობილია, აღდგენას არ ექვემდებარება, წეწვა-გლეჯვა და ჩვენი გაბერილი შურდიდურობის გრძნობის შეურაცხყოფა! ჩვენთან არს სეტი! დიახ, წითელთველება სეტი - ოსირისის შურით გაგუდული! და სანამ ჩვენც არ გადაგვეკეტა სუნთქვა და თვალები არ გაგვიწითლდა სეტივით შურისგან, გაფრთხილებთ - კმარა! დიდება შურიანი სეტის სახელს: მისი წყალობა თუ იქნება, უზარმაზარ ტაძარს აუშენებთ მას და, როგორც სექსუალური სცენებით მორთული ტანტრისტული ტაძრების ფასადების მიღმა, ტაძრის შიგნით, მხოლოდ ერთადერთი სიმბოლო - ღვთაებრივი სამკუთხედია გამოსახული, ასევე ჩვენ ტაძარს გარედან ჩვენ შურიან სახეებს მივახატავთ, ხოლო შიგნით სეტის წითელ თვალებს გამოვსახავთ (და ტანტრისტულ ტაძრებს დავანგრევთ - გვშურს). და ნებისმიერი ჩვენი ქმედების მიღმაც მხოლოდ შური და სეტის ძალა იქნება - ეს გაითვალისწინეთ (არა გვაქვს პორტფოლიოები, არა! რომ გვქონდეს და გამოსაჩენი იყოს - თქვენი კი არ შეგვშურდებოდა - элементарно, Ватсон...) იცოდეთ ჩვენ არ ვხუმროთ და რადგან ტანტრა გამახსენდა, ბარემ იმასაც დავაყოლებ, რომ იცოდეთ და თრთოდეთ ჩვენნაირი შურის ძალის შემხედვარები, რომ ჩვენ შურისგან ორგაზმსაც არ განვიცდით, რადგან საკუთარი პარტნიორისაც გვშურს სექსის დროს (ეს რომ ცოდნოდა ერიხ ფრომს, ის „ადამიანის დესტრუქტიულობის ანატომიიდან“ დობუს ტომის, როგორც ყველაზე დესტრუქტიული საზოგადოების მაგალითის, აღწერას ამოაგდებდა (დიახ, დობუელებისაც გვშურს - ჩვენც გვინდა, რომ ვინმემ ჩვენზე დაწეროს) ვინაიდან იქ პარტნიორებს ერთმანეთის მხოლოდ იმ შემთხვევაში შურთ, თუ რომელიმეს რამე ახარებს ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც ფრომი ამტკიცებს, ისინი მხოლოდ სექსის დროს „მოეშვებიან“ ცოტას...ჩვენ - არამც და არამც) სამაგიეროდ, მსგავსი შურორისტული აქტების დროს ჩვენ შურგაზმს განვიცდით!!! მრავალგზის! მალე, მალე, სულ მალე ჩვენი შურგიასტიული სცენების გამოსახულებები მორთავენ ჩვენს ტაძარს და სეტი გაძღება ჩვენი შურის ძღვენით... მთელი სამყარო ჩვენი იქნება და შუროკრატიის ერა დამკვიდრდება, თავის შურსტიტუციითურთ, რომლის დაცვას მკაცრად გავაკონტროლებთ. მანამდე მოძრავი რესპუბლიკა- ფესტივალი дерЁвня Шурландия გვაქვს და ახლა შურის მარშით უნდა ჩავიაროთ ჯერ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და შემდეგ - რიო-გრანდედან ხუანხემდე (დაშვებულია მსუბუქი ნარკოტიკები -შურქსტაზი და ბიო-შური და აქვე ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ შურიხუანას ლეგალიზაციას ვითხოვთ. მიმდინარეობს მსურველების ჩაწერა, გამომეხმაურეთ თუ ახლა ჩვენი შეგშურდათ. ხო, მართლა - შურიან მშობელთა კავშირიც ჩვენთან არის - უბრალოდ ისინი საპირისპირო მიმართულებით წამოვლენ და გზების გადაკვეთაზე შევხვდებით ერთმანეთს...მაინც გაგაფრთხილეთ, რა ვიცი. კვება პრობლემა არ არის - გვექნება შურჭაპურებიც, შუურმაც, შურბურგერების, შურა-კოლაც; სამედიცინო დახმარებას, საჭიროებისამებრ,თუ ვინმე დამწყები ამდენს ვერ გაუძლებს, გაგიწევთ პრეპარატით „სალიერის წვეთები“- თ;) ასევე ვგეგმავთ მხიარული კონკურსების ჩატარებას, ხოლო გამარჯვებულებს გადავცემთ პრიზებს - 1 ტონა მჟავე ლიმონის სახით) შურის საერთაშორისო დღეც უნდა გამოვცხადოთ - შემოვდივარ წინადადებით, რომ ეს იყოს 6 აფვისტო - პეტიციის გამოქვეყნების დღე!



ახლა კი პეტიციის ავტორებს მინდა მივმართო! ჩემო გულისწუხილებო, თვალისსევდებო და თავისტკივილებო!!! არ იდარდოთ! მერე რა, რომ არავინ თქვენთან თანამშრომლობას არ აპირებს! მერე რა, რომ აპოდიქტიული ტონით თქვენთვითონარიცითრასწერთ! პირადად მე დღეიდან უკუნითი უკუნისამდე თქვენი ობლიგატური შურის ფანი ვარ და სულმოუდგმელად ველი თქვენ გამოხმაურებას! თქვენი შურის მანიფესტი ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო იმ დალოცვილი დროის შემდეგ, როდესაც სეტმა ოსირისი თოთხმეტ ნაწილად დაჭრა-დაანაკუწა! დიახ, დიახ - არ მოგესმათ, - მე თქვენი შურისძალის მშურს! იმიტომ რომ თქვენ თამამად მოახდინეთ თქვენი შურის დემონსტრირება და უკუაგდეთ ადამიანების მანკიერი თვისებების და მათი გამოსწორების ხერხებისა და გზების ერთ ერთი ყველაზე დიდი მცოდნის (მის სახელსარვიტყვიიმიტომრომმისიცმშურს!) სიტყვები: «Люди часто похваляются самыми преступными страстями, но в зависти, страсти робкой и стыдливой, никто не смеет признаться.» აი, თუ не смеет! დღეიდან ჩვენ იატაკქვეშეთიდან გამოვდივართ! ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და გახსოვდეთ: ჩვენ ერთხელ უკვე გაერთიანებული ძალებით თავად ოშო გავანადგურეთ, რომლის სულიერი სიდიადისაც გვშურდა და კადილლაკებისაც და რომელმაც აი ეს გაგვიბედა: „Зависть это сравнение. А мы научены сравнивать, мы обусловлены сравнивать, всегда сравнивать. У кого-то еще дом лучше, у кого-то тело более красиво, у кого-то больше денег. У кого-то более харизматическая личность. Сравнивай, продолжай сравнивать себя с кем-то рядом с тобой, и сильная зависть появится в результате;.... Другими словами, если ты откажешься от сравнения, зависть исчезнет. Это хорошо, что ты не сравниваешь себя с деревьями, иначе ты бы почувствовал сильную зависть: почему ты не такой зеленый? И почему Бог так жесток к тебе – цветов нет? Это хорошо, что ты не сравниваешься с птицами, с реками, с горами; иначе ты бы страдал. Ты сравниваешь себя только с человеческими существами, потому что ты обусловлен сравнивать себя с человеческими существами; ты не сравниваешь себя с попугаями или с павлинами. Иначе твоя зависть все росла бы и росла: ты стал бы настолько перегруженнным завистью, что не смог бы жить.... Именно за соседней дверью все случается: трава там зеленее, розы более розовые. Кажется, что все счастливы – за исключением тебя. .... Завистливый человек живет в аду.....” ერთადერთი შენიშვნა მაქვს: მეტი თავდაჯერებულობა, მეგობრებო! გაიხსენეთ შურიანი შვონდერი და პოლიგრაფ პოლიგრაფის ძე შ-უ-რიკოვი, რომლებსაც უნდოდათ, რომ ყველაფერი თანაბრად გაეყოთ პროფესორ პრეობრაჟენსკისთან, ნიჭისა და შესაძლებლობების განურჩევლად: «Вы, Шариков, чепуху говорите и возмутительнее всего то, что говорите ее безапелляционно и уверенно» ან «и вы в присутствии двух людей с университетским образованием позволяете себе с развязностью совершенно невыносимой подавать какие-то советы космического масштаба и космической же глупости о том, как все поделить…» ჩვენთან არს სეტი!

შურენა მეოთხე /სეტის ქურუმი/ შურსხივოსნებული/ შურუ/


გელა შურამელაშვილი /შუროლოგი/ შურციკლოპედიის ავტორი /


შურიკა შურღაია/ შურპენტელა/ შურესპონდენტი/


შურთვალა უსაქმურაშვილი/ შურესპონდენტი/ შურპრესნიუსი/


შურთხია შურგულაძე/ შურ-დირექტორი /შურპრესნიუსი/


Looser Shurman/შურ-დირექტორი/ Shuri&Shuri everywhere


დაზიანებული ვიშუდხა-ჩაკრა/ შურის თავიდათავი/


შური-გიორგი ზარმაცი/ შურ და ბოღმა მეიკერი/ Shurkubator/


შურმაგარა ძილისგუდაშვილი/ შურპენტელა/ შურისპრუდენციის ავტორი/შურისტი/


ალექსანდრა (შურა) გესლიანი/ PhD in shurology/ Chechen aul school of shurorrizm/


მისი მაღალარტისტუმთავრესობა შურდა შურული-შარიკოვისა/ შურტლიკინა/შურტისტი/შურტისტერიჩკა/შურტისტერიუმი/ დაპროსტაპროსატაუაიძაააანძაანდავაპშეკველაზეეძერსკიგოგოპოსტსაბჭოთასივრცეშიდაკიდევრაღაცნაირადცაკალელირომელსაცთავისუფლებაძაანძაანთავისებურადაქვსგაგებულიდაპროლეტარულიუშუალობაუცერემონიულობაჰგონიადაშარიკოვებისსახეობებიდანკველაზეეესაშიშია - Sharikus Ganatlebamigebulikus სახეობაა - ხომ გახსოვთ, პოლიგრაფ პოლიგრაფის ძემ პირველი და უკანასკნელი წიგნი რომ წაიკითხა: «Переписка Энгельса с Каутским», - როგორ გაძერსკდა, ბორმენტალს მაუზერი გაუძრო და პრეობრაჯენსკისაც კარგად ეკაჩავა, და მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა...და არსი არ შეიცვალა, მხოლოდ ფასადი... თავში ინფორმაციის მექანიკური ჩაყრა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის გული Собачье Сердце-ს მაინც არ დაემსგავსება და გუნა ტამმასის ზეგავლენის ქვეშ ჩარჩება საშიშია საშიშიიი....მაპატიათ, აქაც ცოტა გავერთე და გადავუხვიე))


ჩვენთან გადმობირებული დობუს ტომის ბელადი შურმადუ ზა-დუ-შუ/ რომელმაც მოკლე დროში დაგვტოვა, მანამდე კი ლაპიდარული განცხადება გააკეთა: “კან-გა-რუ შურგაზმუ, ნა ფიგ ნადო, ვიშუდხა კუ კუ, სვადხისტანა დუ დუ!“. რაც ქართულად ითარგმნება, როგორც: „ვერაფერი გაუგე ამ თქვენს შურგაზმს, წავალ, ისევ იმ ერთადერთ სიამოვნებას მივხედავ, რაც ცხოვრებაში გამაჩნია, და თქვენც გირჩევთ: თკვენს ვიშუდხა-ჩაკრებს უკვე აღარაფერი ეშველება და ეგებ სვადხისტანა-ჩაკრები მაინც გადაგერჩინათ, სანამ არის დრო!“ (მას შემდეგ აღარ გვინახავს, თუმცა, როგორც ამბობენ, არც დობუელებთან დაბრუნებულა).



ასევე კომპანია ACT-ს ACT Research-ს და ბათუმის ლოგოს დიზაინერს მინდა მივმართო. მეგობრებო! არ შეიძლება ასე! ჩვენ არა მხოლოდ თქვენი გვშურის - ბათუმისაც გვშურს! რა დროს ბათუმის ბრენდინგი იყო გაგანია ჯიხადის(შურხადის) დროს! შუროზავრების დროიდან ერთი ლოგო ჩვენ შურორისტულ ორგანიზაციას არავინ არ უნდა გვაღირსოთ?! დაგვიბრენდეთ შური! კორპორატიული სტილისთვის სეტის წითელი თვალი, წუმპეშიამოვლებული ბეგემოტი (გორთან სეტის შეტაკების ეპიზოდიდან), ბოღმისგანგაბერილი გომბეშო, აბეზარა შურის ციებცხელების გადამდები კოღოების ღრუბელი, ნაცრისფერი, ქაქისფერი (პროგრესი შესაბამის საფეხურზე რომ ავა, ლოგოებს თავისი შურის სუნიც უნდა აუვიდეს - შურომატი). ისეთი ქმნილება უნდა იყოს, რომ ჩვენი თავისაც შეგვშურდეს და კიდევ ერთი პეტიცია დავწეროთ! თანხას არ დავიშურებთ, თუ ჩვენი წინადადება დაგაინტერესებთ ACT Research. თქვენც გაგიადვილდებათ საქმე სამომავლოდ და მსგავსი შურორისტული აქტების დროს, ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე, პირდაპირ ჩვენ ლოგოს გამოაჩენთ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება (თუმცა, ყველასთვის ისედავ გასაგებია ყველაფერი). სლოგანის შექმნას თქვენ ვერ განდობთACT Research - ამას სპეციფიური გამოცდილება ჭირდება და ვიშუდხა-ჩაკრას ისეთი მდგომარეობა, თქვენ რომ ვერ გექნებათ, შესაბამისად, იმედი მაქვს, ზემოთ ჩამოთვლილ შუროვნებებს ჩართავთ.

Share for Success

Comment

Signature

No signatures yet. Be the first one!