Gio Mazmaniani 0

პეტიცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად

Show your support by signing this petition now
Gio Mazmaniani 0 Comments
0 people have signed. Add your voice!
0%

"მედია ადვოკატირების კოალიცია "-ს მიერ პარლამენტში წარდგენილი და საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დეპუტატთა უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებული კანონპროექტი ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ,, ცალსახად მეტყველებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობაზე.ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ,რომელშიც ნათქვამია:

,,"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული ცვლილების მიღება ჩვენ მიერ აღიქმება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" განხორციელებულ ზეწოლად და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად".

შეგახსენებთ რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა სპეციალური ჯილდო, ევროპაში არჩევნების ყველაზე მიუკერძოებლად გაშუქებისთვის.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მისი სახით თავისუფალი მედიის ყველა საშუალებასა და წარმომადგენელს,ჩვენთვის ფუნდამენტურად მიუღებელია შეტევა მედიაზე,(ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული),ასევე მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ან შეზღუდვა,ეს არის ყოვლად დაუშვებელი და დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება რათა ამ ფორმით მხარი დავუჭიროთ მედიის თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას და ასევე გამოვთქვათ პროტესტი ზემოდ ხსენებული კანოონპროექტთის მიმართ.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ უარი თქვან ამ კანონპროექტის მიღებაზე,ვინაიდან ის მნიშვნელოვნად შეზღუდავს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული არხის სარედაქციო თავისუფლებას,არამედ მთლიანობაში თავისუფალ მედიას და ასევე ნეგატიურად აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე.

მედია ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი მთავრობისა და მმართველობის დროს,ეს არის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების განუხრელი პრინციპი,მთავრობის ცვლას არ უნდა მოჰყვებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ზოგადად მედიის ხელმძღვანელობის ავტომატური ცვლა,ეს არის ყოვლად მიუღებელი და ანტიდემოკრატიული პროცესი.

მედია ემსახურება ხახლს და არა კონკრეტულ პიროვნებებს.

ჩვენ არ დავთმობთ თავისუფალ სიტყვას!

გთხოვთ ყველას,ვინც ეთანხმება პეტიციის შინაარსს დატოვოთ მხოლოდ სახელი და გვარი კომენტარში.

 

შეგიძლიათ მიუთითოთ იმ ოჯახის წევრთა სახელები და გვარებიც ვინც უერთდება პეტიციას და არ აქვს ფეისბუქი

 

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დასრულდება ამა წლის 1 თებერვალს.

პეტიცია შედგენილია მოძრაობა ,,პატრიოტები,,-ს მიერ http://www.facebook.com/movement.patriots

19.01.2013.

Share for Success

Comment

Signature

No signatures yet. Be the first one!