Mako Kapianidze 0

სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა

9 people have signed this petition. Add your name now!
Mako Kapianidze 0 Comments
9 people have signed. Add your voice!
1%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

1. მოვითხოვთ, შეიქმნას ფონდი, რომელიც აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებსა და გადაუდებელ ოპერაციებს: ა) სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, მარჩენალდაკარგული, დევნილი, ვეტერანი და პენსიონერი მოქალაქეებისთვის; ბ) საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ამოწურეს საკუთარი მატერიალური რესურსი; გ) მათთვის, ვისაც ესაჭიროებათ ისეთი ტიპის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომლის გაწევაც (ჯერ-ჯერობით) შეუძლებელია საქართველოში. 2. მოვითხოვთ, შეიქმნას კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი სამედიცინო ტექნიკით, თანამედროვე ლაბორატორიებით და დაკომპლექტდება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით. კლინიკის შექმნის მიზანი უნდა იყოს ისეთი ტიპის ოპერაციების გაკეთება, რომელთა ჩატარებაც ტექნიკური ბაზიდან და სამედიცინო პერსონალიდან გამომდინარე საქართველოში შეუძლებელია. რატომ გახდა საჭირო ფონდისა და კლინიკის შექმნა: როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ქუჩაში, ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელებში, ჩნდება ახალ-ახალი განცხადება, თხოვნა, გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე; დავეხმაროთ სამკურნალო და ოპერაციის თანხის შეგროვებაში; გავიღოთ თუნდაც ერთი ლარი. სამწუხაროდ, ხშირად ის ერთი ლარიც არ აღმოგვაჩნდება ხოლმე, რაც ძალიან დამთრგუნველია თითოეული ჩვენგანისათვის. როგორც ვიცით, სახელმწიფო გარკვეულწილად ეხმარება ასეთ პაციენტებს, ნაწილობრივ უფინანსებს მათ მკურნალობის ხარჯებს. თუმცა, ეს არაა საკმარისი, განსაკუთრებით როცა მკურნალობა საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვს. ჩვენი ფიქრითა და განსჯით, უფრო რაციონალური და ეკონომიური იქნება, თუკი ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებს უმკურნალებს და სახელმწიფოს მიერ გაღებული წილი ამ მიმართულებით წავა (ნაცვლად საზღვარგარეთ ფინანსების გადინებისა). ამის პარალელურად კი იარსებებს ფონდი, რომელიც აღნიშნულ კლინიკას და პაციენტებს დააფინანსებს. ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, გადავჭრათ ძირეული პრობლემა, ვიდრე ამ პრობლემიდან გამომდინარე ცალკეული შემთხვევები, რადგან ასეთი შემთხვევები მომავალშიც გაჩნდება და შესაძლოა, საჭირო დროს საჭირო დახმარების გაწევა ვერ შევძლოთ.

Share for Success

Comment

9

Signatures