Lado Partsvania T'bilisi 0

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პეტიცია

Show your support by signing this petition now
Lado Partsvania T'bilisi 0 Comments
1 person has signed. Add your voice!
1%
Maxine K. signed just now

მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ლეგიტიმურობის წყაროს წარმოადგენს ხალხი.ხელისუფლება, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს მმართველობით პროცესში მოქალაქეების სრულფასოვანი და შეუფერხებელი ჩართულობა. აღნიშნული პრინციპების უგულვებელყოფა ხელისუფლებასა და ხალხს შორის სრულ გაუცხოებამდე მიგვიყვანს.დღეისათვის აფხაზეთიდან დევნილ 300 000 ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებით - დააკომპლექტოს საკუთარი ხელისუფლება და თანამონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, მოგმართავთ თხოვნით უმოკლეს ვადებში შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები (ინსტიტუტები) რათა უზრუნველყოფილი იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირებისა და საქმიანობის პროცესში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მუდმივი თანამონაწილეობა
პატივისცემით :

Share for Success

Comment

1

Signature