Literacy Development Centre 0

Literacy Year

Show your support by signing this petition now
Literacy Development Centre 0 Comments
1 person has signed. Add your voice!
1%
Maxine K. signed just now

საქართველოს პრეზიდენტს, 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს

 საქართველოს მოქალაქეების მიმართვა

საქართველოში მწიგნობრობის კულტურას თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევების მიხედვით ამჟამად ქვეყანაში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, აუცილებელია, გამოიკვეთოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები, სიტუაციის ანალიზის შემდეგ კი - შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ისე წიგნიერების განვითარების სფეროში დაგროვილი მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება

ქართული კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად უახლოეს მომავალში გაფორმდება დოკუმენტი, რომლის თანახმად 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წაროდგენილიეს უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფაქტია სახელმწიფოსთვის. საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყანას აქვს ვალდებულება, მაქსიმალურად განავითაროს წიგნიერებასთან დაკავშირებული პროგრამები, ხელი შეუწყოს შესაბამის კულტურულ ინიციატივებს და აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღონისძიებებში.

 მიგვაჩნია, რომ საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება შესაძლებელს გახდის სამოქალაქო ინტერესის ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის საკითხებზე, რაც უზრუნველყოფს წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემების თანამიმდევრულ მოგვარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვუერთდებით გამომცემლობადიოგენესადაწიგნიერების განვითარების ცენტრისინიციატივას, რომ

1. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა განიხილონ წინადადება 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების შესახებ

2. 2013 წლის ბოლომდე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენელთა თანამონაწილეობით შეიქმნას ექსპერტთა სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროექტ „2014 - წიგნიერების წლისსამუშაო გეგმას.

Links


Share for Success

Comment

1

Signature