Alexander Vashakidze 0

გერმანიაში მცხოვრები ქართველების განცხადება ჭელაში მომხდარ ფაქტზე

33 people have signed this petition. Add your name now!
Alexander Vashakidze 0 Comments
33 people have signed. Add your voice!
33%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

ჩვენ, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს მიგვაჩნია რომ 2013 წლის 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში, მეჩეთზე მინარეთის დემონტაჟით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლი, რომელის თანახმადაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობაც თანასწორია და კანონით მინიჭებული უფლებებით ყველა თანაბრად სარგებლობს. ეს იმასაც გულისხმობს რომ ყველას აქვს უფლება ააშენოს საკულტო ნაგებობა, ამ შემთხვევაში მეჩეთი, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მინარეთი, ისევე როგორც მართლმადიდებლური ტაძრის ნაწილი არის სამრეკლო. თანასწორობა თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც მართლმადიდებლებს, ასევე მუსლიმებსა და სხვა სარწმუნოების ადამიანებს.  

აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნუთუ ქართველთა ტოლერანტობა მეიდნის არქიტექტურას არ სცილდება?

მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტი და გამოავლინის დამნაშავეები.

Links


Share for Success

Comment

33

Signatures