პეტიცია "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ

ამა წლის „ასავალ დასავალის“ 2-7 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა გლდანის მე-8 საპატიმროს თანამშრომლების სია მათი საცხოვრებელი ადგილის მითითებით და მოწოდებით - „ამოიცანით ჯალათები!“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არსებულ სიტუაციაში მოსახლეობაში რევანშისტული განწყობების გაღვივების მცდელობას და ხელს უწყობს მოსახლეობაში ძალადობის წახალისებას, შესაბამისად, შეიცავს საფრთხეს აღნიშნული ადამიანების ოჯახებისათვის. აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის დარღვევას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას. ამ პუბლიკაციის გამო მოქალაქეების ჯგუფმა ამა წლის 3 ოქტომბერს „ასავალ-დასავალის“ რედაქციასთან სცადა საპროტესტო აქციის მოწყობა, რომლის მიზანიც იყო რედაქციისგან აღნიშნული ნომრის ტირაჟის ამოღება გაყიდვიდან. აქციის მონაწილეებს რედაქციასთან დახვდნენ მობილიზებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და მათი ლიდერი სასულიერო პირები, რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის ესკალაციას და ხელი შეუშალეს აქციის მონაწილეების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით დაირღვა გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც არის დემოკრატიის უმთავრესი პირობა. გთხოვთ აღნიშნულ ფაქტზე მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება, მოუწოდოთ პოლიტიკურ სუბიექტებს დაგმონ სიძულვილის ტირაჟირება მედია საშუალებებში, რათა პოლიტიკურმა პროცესმა მიიღოს ცივილიზებული ფორმა და უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოთ გლდანის 8-ე საპყრობილის თანამშრომლების და მათი ოჯახების უსაფრთხოება.

Discussion

No comments yet.

join the discussion

Recent signatures

  • username

    GvantsaGeorgia

    2 years ago
  • username

    სოსოGeorgia

    2 years ago
  • username

    Leli MirijanashviliGeorgia

    2 years ago
See more

Petition highlights

There are no highlights yet.