Elene Grdzelidze 0

შეწყდეს საქართველოში ცხოველთა უფლებების დარღვევა

6 people have signed this petition. Add your name now!
Elene Grdzelidze 0 Comments
6 people have signed. Add your voice!
1%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს! ამა წლის 28 ივლისს, საქართველოს ტელევიზიის მეცხრე არხზე გავიდა გადაცემა ”გრიფის გარეშე” (იხ. ბმული: http://tv9.ge/?l=G&m=3&ShowID=26&LeadingID=0&srcText=%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94&Date1=2013-07-27&Date2=2013-07-28&id=5285 დრო 36:35), რომელიც ჩვენი წინამდებარე მიმართვის საფუძველი გახდა. გადაცემის კადრებში ნათლად ჩანს იმ ადამიანების სახეები, ვინც იჭერს, სასტიკად უსწორდება და კლავს ცხოველებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის შესაბაისად, აღნიშნული ტიპის ქმედება - ანუ ” 1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ასეთი უხეში და დაუფარავი დარღვევა სათანადო ორგანოების მხრიდან რეაგირებას უნდა დაექვემდებაროს. ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართვლოს საზოგადეობის დიდი ნაწილი, ჰუმანისტური პრინციპებიდან გამოდინარე იზიარებს უსახლკარო ცხოველების მიმართ არაძალადობრივი და რეგულირებადი პრაქტიკის ცხოვრებაში გატარებას. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ცხოველების მიმართ ჩადენილ სისასტიკეს და მოვითხოვთ კანონის განუხრელად დაცვას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ზემოხსენებული გდაცემის კადრებშია ასახული! თუკი აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პირობები არ იქნება შესრულებული, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მხარდაჭერისთვის მივმართოთ საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და გავაცნობთ მათ ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეო თუ ფოტო მასალას. არა - ძლადობას უსახლკარო ცხოველების წინააღმდეგ! მოვითხოვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განუხრელად დაცვას!

Links


Share for Success

Comment

6

Signatures